четверг, 22 декабря 2016 г.


სსიპ ქ.თბილისის 207 საჯარო სკოლის საგანმანათლებლო პროექტი-


„ინტელექტუალური სკოლა“


პროექტს აფინანსებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

პროექტის მიზანი:


სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება და სამოქალაქო აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებასწავლისადმი მოტივაციის, ინტელექტის დონისა და ერუდიციის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.   მოსწავლის  აკადემიური, სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარების ხელშეწყობა, შემოქმედებითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, სოციალური უნარებისა და  სამოქალაქო თვითშეგნების განვითარება - წახალისება.



პროექტის ამოცანები :


Ø სასკოლო თემატური კლუბების შექმნა;

Ø აქტიური, ინიციატივით სავსე და მიზანდასახული მოსწავლეების წარმოჩენა;

Ø ნაკლებად მოტივირებული და პასიური მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში  ჩართვა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენით;

Ø ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლე ახალგაზრდობის  თვითრეალიზაციისთვის ხელისშეწყობა;

Ø მოზარდებში პროსოციალური უნარების, სამოქალაქო აზროვნებისა და  დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება.  


Комментариев нет:

Отправить комментарий